ანრი ოხანაშვილი, ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, სასამართლო სისტემის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, სასამართლო სისტემის მიმართ გაჟღერებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ანრი ოხანაშვილი აღნიშნულ განცხადებებს ბრალდებებს უწოდებს და წერს, რომ ამ ბრალდებების საწინააღმდეგოდ მხოლოდ ის სტატისტიკაც კმარა, რომელიც 2012 წლიდან დღემდე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ გაგზავნილი ინდივიდუალური საჩივრების რაოდენობას ასახავს.

მის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2012 წლიდან დღემდე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ გაგზავნილი ინდივიდუალური საჩივრების რაოდენობა შემცირებულია, მაგალითად, თუ 2012 წელს სასამართლოში წარდგენლი საჩივრების რაოდენობა 367 იყო, 2020 წელს აღნიშნული რიცხვი 237 -ით არის შემცირებული და 130 -ს შეადგენს.

ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან სასამართლო სისტემის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების საწინააღმდეგოდ მხოლოდ ის სტატისტიკაც კმარა, თუ როგორც შემცირდა 2012 წლიდან დღემდე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ გაგზავნილი ინდივიდუალური საჩივრების რაოდენობა”, – წერს სოციალურ ქსელში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ქვემოთ მოცემულ სტატისტიკას აქვეყნებს.

📅 წელი 📉 წარდგენილი საჩივრები
2010                   375
2011                   395
2012                  367
2013                  157
2014                  102
2015                  80
2016                  74
2017                 89
2018                 99
2019                131
2020               130

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები