დავით ზალკალიანი: მართლმსაჯულების რეფორმა, ისევე როგორც საარჩევნო რეფორმა, სერიოზული პროგრესია და გათვალისწინებულია ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მოდიოდა ეუთო/ოდირის მხრიდან და ვენეციის კომისიისგან
მართლმსაჯულების რეფორმა, ისევე როგორც საარჩევნო რეფორმა, სერიოზული პროგრესია და გათვალისწინებულია ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მოდიოდა ეუთო/ოდირის მხრიდან და ვენეციის კომისიისგან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროკომისართან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაციას.
„საუბარი გვქონდა მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებაზე. ევროკომისარი კიდევ ერთხელ დავარწმუნე, რომ საქართველოს ხელისუფლება იქნება თანმიმდევრული იმ ვალდებულებთან მიმართებაში, რაც გვაქვს აღებული 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებით და არამარტო. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერამდე, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით ნაბიჯების გადადგმა და პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. იცით, რომ ამ შეთანხმების შედეგად, პროცესი 2022 წელს საბოლოოდ უნდა დასრულდეს და ჩვენ თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ამ რეფორმებს, რადგან მართლმსაჯულების რეფორმა, ისევე როგორც საარჩევნო რეფორმა, სერიოზული პროგრესია და გათვალისწინებულია ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მოდიოდა ეუთო/ოდირის მხრიდან და ვენეციის კომისიისგან“, – განაცხადა ზალკალიანმა.