ნინო ლომჯარია: დღესდღეობით ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფი ბავშვებია, პირველი ფაქტორი ამ მოწყვლადობის სიღარიბეა
“დღესდღეობით ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფი ბავშვებია. პირველი ფაქტორი ამ მოწყვლადობის სიღარიბეა”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტში 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა უფრო დამძიმდა.
“დღესდღეობით ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფი ბავშვებია. პირველი ფაქტორი ამ მოწყვლადობის სიღარიბეა. კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. 2020 წლის იანვარში საარსებო შემწეობის პროგრამაში ჩართული იყო 152 000-ზე მეტი არასრულწლოვანი, ხოლო წლის ბოლოს – 186 000-ზე მეტი არასრულწლოვანი”, – აღნიშნა ლომჯარიამ.