200-ლარიანი დახმარების მითვისების საქმეზე დაკავებულის ადვოკატი: თავს იდანაშაულებს იმაში, რომ ენდო თავის მეგობარს და მისცა პირადი მონაცემები

“თავს იდანაშაულებს იმაში, რომ ენდო თავის მეგობარს და მისცა პირადი მონაცემები”, – ამის შესახებ 200-ლარიანი დახმარების მითვისების საქმეზე დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა.

საქმეზე დაკავებულებს დღეს პროკურატურა ბრალს წარუდგენს.

“დღეს გამოძიება აპირებს ბრალდების წარდგენას. ახლა ვართ დაბარებული მაგ პროცედურაზე. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი, რომელიც თაღლითობას გულისხმობს და, აგრეთვე, ყალბი დოკუმენტის გამოყენება. ბრალდებულებმა მზაობა გამოხატეს ზიანის ანაზღაურებაზე”, – განაცხადა ადვოკატმა.

იმ ბრალდებულის ადვოკატი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს.

“ამ ეტაპზე, ვსარგებლობთ კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით. ერთადერთი, თავს იდანაშაულებს იმაში, რომ ენდო თავის მეგობარს და მისცა პირადი მონაცემები, საბანკო რეკვიზიტები და პლასტიკური ბარათი,” – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპრაციის დროს დააკავა პირები, რომლებიც პანდემიის პერიოდში უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის განკუთვნილ თანხებს პირები თაღლითურად ითვისებდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები