ლევან იოსელიანი: უკრაინაზე დიდი მეგობარი საქართველოს ძალიან ცოტა ჰყავს
“უკრაინაზე დიდი მეგობარი საქართველოს ძალიან ცოტა ჰყავს, ეს ჩვენმა ხანგრძლივმა ურთიერთობამ არაერთგზის დაადასტურა”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ურთიერთობა იყოს იმ სიმაღლეზე, რომ არანაირი ბზარი და კითხვის ნიშანი არ იყოს ორ ქვეყანას შორის.
„ვფიქრობ, რომ უკრაინაზე დიდი მეგობარი საქართველოს ძალიან ცოტა ჰყავს, ეს ჩვენმა ხანგრძლივმა ურთიერთობამ არაერთგზის დაადასტურა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ურთიერთობა იყოს იმ სიმაღლეზე, რომ არანაირი ბზარი და კითხვის ნიშანი არ იყოს ორ ქვეყანას შორის. მე, როგორც პარლამენტის წარმომადგენელი, ვაპირებ, ინფორმაცია მივაწოდო იმ კრიზისთან დაკავშირებით, რაც საქართველოში იყო“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში 22 ივნისს ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერსა და რადის თავმჯდომარეს შეხვდება.