სახალხო დამცველს დღეს პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ
სახალხო დამცველს დღეს პარლამენტში ელოდებიან. ნინო ლომჯარია სესიაზე წლიური ანგარიშით წარდგება.
2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მოისმენენ.
ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.
შეგახსენებთ, მანამდე, ომბუდსმენის ანგარიში წინა კვირას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განიხილეს.