“მაგის სისხლს გაპატიებ”?! – ზუგდიდში “ნაცმოძრაობის” გარდაცვლილი მხარდამჭერის მეუღლემ პარტიის ფრაქციის თავმჯდომარეს საღებავი შეასხა

ზუგდიდის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარეს, თეიმურაზ ბასილაიას ტრაგიკულად დაღუპული ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერის, ირაკლი გაწერელიას მეუღლე დაუპირისპირდა. ფატი შენგელიამ ბასილაიას წითელი საღებავი შეასხა.

შენგელიას თქმით, “ნაცმოძრაობამ” მხარდამჭერებს უღალატა, როცა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

“შე საზიზღარო, მაგის სისხლს გაპატიებ, გგონია?!”, – მიმართა ზუგდიდის საკრებულოს “ნაცმოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარეს ფატი შენგელიამ.

ირაკლი გაწერელია ავტოკატასტროფაში მაშინ მოჰყვა, როცა ის მხარდამჭერებთან ერთად თბილისში საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები