ჩოხატაურის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი კორონავირუსით გარდაიცვალა

ჩოხატაურის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თომა სიხარულიძე კორონავირუსით გარდაიცვალა.

როგორც შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ბასილ გოგოტიშვილმა განაცხადა, დეკანოზს კორონავირუსი დაახლოებით 40 დღის წინ დაუდასტურდა, რის შემდეგაც ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა.

„ერთი თვის განმავლობაში კლინიკაში იმყოფებოდა, ჯერ ჩოხატაურში, შემდეგ ბათუმსა და თბილისში. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და გუშინ გარდაიცვალა“,-განაცხადა მამა ბასილ გოგოტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები