გიორგი გახარიამ აშშ-ში ატლანტიკურ საბჭოში ანალიტიკურ წრეებთან შეხვედრა გამართა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია, ანალიტიკური საბჭოს ორგანიზებით, ანალიტიკურ წრეებს შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას მოდერაციას უწევდა ანალიტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორი – ჯონ ჰერბსტი.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და მთლიანად რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და იმ გამოწვევებს, რომლებიც სახელმწიფოს დღის წესრიგში უდგას.
„გიორგი გახარიამ ანალიტიკურ წრეებს საკუთარი პოლიტიკური პარტიის სამომავლო გეგმები და პროგრამა გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს სამომავლო ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები