ალუდა ღუდუშაური: გახარიას მიზანია, როგორმე, არჩევნებში „ქართული ოცნების” მხარდაჭერა 43% -ს დაახლოვოს, რაც კრახით დასრულდება
“გახარიას მიზანია, როგორმე, არჩევნებში „ქართული ოცნების” მხარდაჭერა 43% -ს დაახლოოს, რაც კრახით დასრულდება”, – ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„დღემდე რა მოქმედებებსაც ვხედავთ გახარიას მხრიდან და რა განცხადებებიც გვესმის მისგან, შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად სრულ თანხვედრაშია „ნაციონალურ მოძრაობასთან”. გამოდის, რომ მისი მიზანი ყოფილა როგორმე არჩევნებში „ქართული ოცნების” მხარდაჭერა დაახლოოს 43% -ს და, ბუნებრივია, ყველა ასეთი მცდელობა კრახით დასრულდება.
ჩემი აზრით, ჯობს, რომ უფრო კონკრეტული პასუხები მივიღოთ და მიიღოს საზოგადოებამ იმ კონკრეტულ შეკითხვებზე, რომელიც არსებობს მისი მისამართით. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, გამოდის, რომ პრაქტიკულად ჭორაობასთან გვაქვს საქმე, რაც ძალიან ცუდია.
ძალიან ცუდი დასანახია, როდესაც შენი გუნდის ყოფილი წევრი დღეს გამოდის და საუბრობს ყველაფერზე, მაგრამ არაფერზე. ეს არის ჭორაობა და პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე წყლის დასხმა”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.