გურამ მაჭარაშვილი: უნდა მოვახერხოთ, რომ გარდამავალ პერიოდში მართლმსაჯულება არ შეფერხდეს, ამას კონსტიტუცია გვავალებს

“კონსტიტუციის ჩანაწერს, საქართველოს კანონმდებლობას მივყვებით და იმ პრინციპს, რომ ხელისუფლების სამივე შტო და, განსაკუთრებით, სასამართლო ხელისუფლების მუშაობის პროცესები შეუფერხებელი უნდა იყოს”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გარდამავალ პერიოდში მართლმსაჯულება არ უნდა შეფერხდეს.

„კონსტიტუციის ჩანაწერს, საქართველოს კანონმდებლობას მივყვებით და იმ პრინციპს, რომ ხელისუფლების სამივე შტო და, განსაკუთრებით, სასამართლო ხელისუფლების მუშაობის პროცესები შეუფერხებელი უნდა იყოს. რადგანაც მართლმსაჯულების გადაწყვეტილებებს ჩვენი მოქალაქეები, ფიზიკური და იურიდიული პირები ელოდებიან, ამიტომ, უნდა მოვახერხოთ, რომ გარდამავალ პერიოდში მართლმსაჯულება არ შეფერხდეს. ამას კონსტიტუცია გვავალებს. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ მოქალაქეს აქვს უფლება, მიიღოს მართლმსაჯულება და ჩვენ თუ ხელოვნურად შევუწყობთ ხელს იმას, რომ სადღაც რომელიღაც მოსამართლეს თავის დროზე არ დავნიშნავთ, სადღაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პროცესებს შევაჩერებთ, არა რეფორმების მხრივ, არამედ ხელოვნურად, ამ შემთხვევაში, ამ კონსტიტუციურ ჩანაწერს შევეწინააღმდეგებით. ის, რომ ჩვენ სასმართლო რეფორმებს ვაგრძელებთ გიდასტურებთ, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან, მაგრამ მეორე მხრივ, აუცილებელია, რომ მართლმსაჯულების პროცესი არ შევაფერხოთ. ამ ორ პრინციპს შორის ბალანსს აუცილებლად დავიცავთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები