“ძალიან დადებითი მოლოდინი გვაქვს ტურისტული სეზონის კარგად ჩატარების თვალსაზრისით, რადგან ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, უკვე თითქმის ნახევარზე მეტად მივუახლოვდით იმ ნიშნულს, რომელიც გვქონდა 2019 წელს, რომელიც ტურისტების შემოსვლის კუთხით რეკორდული იყო.
„ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი გადაწყვეტილება მივიღეთ საკოორდინაციო საბჭოზე. ესაა პირველი ივლისიდან ღამის საათებში შეზღუდვის მოხსნა და ასევე მნიშვნელოვანია, რომ რესტორნების მუშაობა ღამის 12 საათამდე იქნება დაშვებული. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა იმის გამო, რომ ჩვენ ძალიან დადებითი მოლოდინი გვაქვს ტურისტული სეზონის კარგად ჩატარების თვალსაზრისით, რადგან ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს. ვხედავთ, რომ სახმელეთო საზღვრიდანაც შემოდიან ტურისტები და აჭარაშიც გაიზარდა ნაკადი. ჯამურად, თუ შევხედავთ საჰაერო გზიდან შემოსული ტურისტების სტატისტიკას, დღეს უკვე სამივე საერთაშორისო აეროპორტში საშუალოდ 300-350 ფრენა სრულდება. თუ შევადარებთ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, მაშინ კვირაში სრულდებოდა დაახლოებით 600 ფრენა. ჩვენ უკვე თითქმის ნახევარზე მეტად მივუახლოვდით იმ ნიშნულს, რომელიც გვქონდა 2019 წელს, რომელიც ტურისტების შემოსვლის კუთხით რეკორდული იყო“, – განაცხადა თურნავამ.