არჩილ თალაკვაძე: მნიშვნელოვანია, არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ უსაფუძვლოდ არ სცადოს წინასწარ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია

“მნიშვნელოვანია, არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ უსაფუძვლოდ არ სცადოს წინასწარ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო რეფორმა მრავალპარტიული მხარდაჭერით უნდა იყოს მიღებული.

„მთავარია, ჩვენ შევძლოთ მრავალპარტიული პარლამენტით ცვლილებების მიღება. მნიშვნელოვანია, არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ უსაფუძვლოდ არ სცადოს, წინასწარ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია რისი ნიშნებიც გვქონდა საპარლამენტო არჩევნებამდე და არ გამოვრიცხავ, რომ ახლაც გვქონდეს. მრავალპარტიული მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ მომავალში პოლიტიკური სპეკულაციები გამოირიცხოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები