თამარ გაბუნია: ივლისიდან საწოლფონდის დემობილიზაცია დაიწყება, რადგან საწოლების ეს რაოდენობა ამ ეტაპზე, საბედნიეროდ, საჭირო აღარ არის
“საწოლფონდი მობილიზებული რჩება, თუმცა, საწოლების ეს რაოდენობა, საბედნიეროდ, საჭირო აღარ არის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის საქართველოში 3225 საწოლია თავისუფალი.
,,საწოლფონდი მობილიზებული რჩება, თუმცა, ივლისის თვიდან გარკვეული დემობილიზაცია დაიწყება, რადგან საწოლების ეს რაოდენობა ამ ეტაპზე, საბედნიეროდ, საჭირო აღარ არის,” – განაცხადა გაბუნიამ.