საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ტყისა და მინდვრის ხანძრების მომატებული რისკის გამო, კახეთის რეგიონში მობილიზებას აძლიერებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, კახეთის რეგიონში სახანძრო-სამაშველო ძალების მობილიზებას აძლიერებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე მოკიდებული ცეცხლის გავრცელების შესაძლო შემთხვევების აღსაკვეთად და დროულად სალიკვიდაციოდ, სოფლებში ხდება სახანძრო-სამაშველო ჯგუფების პატრულირება.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, მოსავლის აღების პროცესში გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული ხანძრის გაჩენის საფრთხე”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.