გიორგი გახარია ამერიკის შეერთებულ შტატებში სტივ ნიქსისა და სკოტ მასტიკს შეხვდა
პარტია „საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი გახარია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ვიცეპრეზიდენტს, IRI-ის პროგრამების კურატორ სკოტ მასტიკსა და ევრაზიის პროგრამების დირექტორს, სტივ ნიქსს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული პოლიტიკური პროცესები და მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
გიორგი გახარიამ სტივ ნიქსსა და სკოტ მასტიკს საკუთარი პოლიტიკური გეგმები გააცნო და მის მიერ ახლადშექმნილი პარტიის შესახებ ესაუბრა.
მან მადლობა გადაუხადა IRI-ის თანამშრომლობისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი თავისი პროგრამის ფარგლებში საქართველოში ახორციელებს.