პროკურორი – არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაზიანდა გაერთიანებული ოპოზიციის ბანერი, რაზეც პროკურატურამ შეტყობინებისთანავე დაიწყო რეაგირება
არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაზიანდა გაერთიანებული ოპოზიციის ბანერი, რაზეც პროკურატურამ შეტყობინებისთანავე დაიწყო რეაგირება , – ამის შესახებ პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
ვლადიმერ თურმანიძემ გამამტყუნებელი განაჩენით დასრულებულ საქმეებზე საუბრისას, აჭარის რეგიონში ორ სისხლის სამართლის საქმეზე – ძალადობაზე და სხვისი ნივთის დაზიანებაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაზიანდა გაერთიანებული ოპოზიციის ბანერი, რაზეც პროკურატურამ შეტყობინებისთანავე დაიწყო რეაგირება. უწყების რეაგირების შედეგად, დადგინდა ზარალი, შეიკრიბა მტკიცებულებები და დადგინა დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელსაც წარედგინა ბრალდება.
პროკურორები 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრების კითხვებს პასუხობდნენ.