პროკურორი: 31 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების დროს, ძალადობისა და ჟურნალისტისთვის საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე, გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი
თბილისში, 31 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების დროს, გლდანის ერთ-ერთ უბანზე, კერძოდ, ძალადობასა და ჟურნალისტისთვის საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე, სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, – ამის შესახებ პროკურორმა ვანო ოქროპირიძემ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, თავდაპირველად, საქმე 154-ე მუხლით ვერ დაიწყებოდა, ვინაიდან, გამოძიების დაწყებისას, მწირი ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა, მოპოვებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, მუხლი გადაკვალიფიცირდა.
ცნობისთვის, პროკურორები 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრების კითხვებს პასუხობენ.