მოსკოვში ქართველი სპორტსმენი დააკავეს
მოსკოვში, სავაჭრო ცენტრ “ატრიუმში” გვიან ღამით 26 წლის ქართული წარმოშობის მოდელი, სპორტსმენი, ფიტნეს ტრენერი და ბოდიბილდერი, დავით ლურსმანაშვილი დააკავეს.
აღნიშნულს წინ ლურსმანაშვილის მხრიდან კინოთეატრის თანამშრომელზე დანით თავდასხმა უძღოდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კინოთეატრის სალაროსთან მისულ ბოდიბილდერს თანამშრომელმა პირბადის გაკეთება სთხოვა, რაზეც ლურსმანაშვილმა აგრესიულად უპასუხა, ამის შემდეგ კი დანა ამოიღო და სალაროსთან დაესხა თავს.
კინოთეატრის ადმინისტრატორმა პოლიცია გამოიძახა და ლურსმანაშვილი დააკავეს.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით.