ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინაციასთან დაკავშირებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხარვეზი აღმოფხვრილია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხარვეზი ამ დროისთვის აღმოფხვრილია.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მიმართებით ეს პირველი შემთხვევა იყო. მე, პირველ ყოვლისა, ბოდიშს ვუხდი იმ საზოგადოებას, რომელიც დღეს კეთილსინდისიერად მივიდა ვაქცინაციაზე და ვერ მოხერხდა მათი ვაქცინაცია, თუმცა, მქონდა კომუნიკაცია ჩემს უწყებასთან და, შესაბამისად, ამ მომენტისთვის ხარვეზი არის აღმოფხვრილი. ჩვენ დამატებით გვაქვს თათბირი, რომლის ფარგლებში განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება, გადავაზღვიოთ მსგავსი პრობლემები, რომლებიც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რუსთავშიც იყო“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა  ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღებას ხვალისთვის ელოდებოდნენ, თუმცა, ამ დრომდე დაზუსტებული არ არის თარიღი, როდის მიიღებს ქვეყანა დამატებით დოზებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები