ზურაბ ჯაფარიძე – თენგიზ ცერცვაძეს: ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას “დარტანიანი” და კრიზისმენეჯერი, აღარ არის ახლა მოდაში
“ექიმი ბრძანდებით და მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი სხვა განცხადებების შედეგები დაივიწყოთ”, – ასე მიმართა პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს “დღის კურიერის” ეთერში.
“ექიმი ბრძანდებით და მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი სხვა განცხადებების შედეგები დაივიწყოთ და თქვათ, რომ მე ამაზე ფორმალური პასუხისმგებელი არ ვარ. როგორ არა ხართ? აბა ვინ არის? თქვენ 3 ადამიანი იყავით, ვინც დაუკვეთეთ, საბოლოოდ და მერე გააპრავეთ ეს ყველაფერი. გახარიას კიდევ დარტანიანს ეძახდით, საუკეთესო კრიზისმენეჯერიაო. ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას “დარტანიანი” და კარგი მენეჯერი. აღარ არის ახლა მოდაში”, – მიმართა ჯაფარიძემ თენგიზ ცერცვაძეს.