გიორგი თევზაძე: თუ ფიქრობთ, რომ ჩვენ კრემლში მივდივართ და პუტინს უნდა შევხვდეთ, ძალიან გეშლებათ
“ის მაყურებლები, რომლებიც დღეს აპროტესტებენ, სამწუხაროდ, თეატრში არ შემოდიან და არც იციან, თეატრი რა არის”, – ასე ეხმაურება რუსთაველის თეატრის დირექტორი, გიორგი თევზაძე რუსეთში გასტროლებთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის კრიტიკას.
თევზაძის თქმით, რუსეთში შეხვედრებიცაა დაგეგმილი.
“ის მაყურებლები, რომლებიც დღეს აპროტესტებენ, სამწუხაროდ, თეატრში არ შემოდიან და არც იციან, თეატრი რა არის. საქართველოს თუ რაღაც სჭირდება, სჭირდება ის ურთიერთობა, რაც ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს დაგვიბრუნებს უკან. ჩვენ იქ შეხვედრებიც გვაქვს დაგეგმილი. კონკრეტულად არ გეტყვით, ვისთან. თუ ფიქრობთ, რომ ჩვენ კრემლში მივდივართ და პუტინს უნდა შევხვდეთ, ძალიან გეშლებათ”, – აცხადებს თევზაძე.
ცნობისთვის, რუსთაველის ეროვნული თეატრი 2021 წელს, ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე (მოსკოვი) წარადგენს რობერტ სტურუას სპექტაკლს „თამაშის დასასრული“. სპექტაკლი წარდგენილი იქნება 30 ივნისს და 1,2 ივლისს.