გოგა ბარბაქაძე – თეატრის რუსეთში გასტროლებზე: მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩატარდა ფეხბურთში, რუსეთში და გაემარჯვა საქართველოს ნაკრებს, არ უნდა წასულიყო?

მსახიობი, გოგა ბარბაქაძე რუსთაველის თეატრის დასის რუსეთში გამგზავრებაში პრობლემას ვერ ხედავს.

ბარბაქაძე ჩეხოვის სახელობის ფესტივალს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ადარებს.

“მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩატარდა ფეხბურთში, რუსეთში და გაემარჯვა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, არ უნდა წასულიყო? ხო ითამაშეს ბიჭებმა და ვჩალიჩობდით, რომ გავსულიყავით, ანალოგიურად მნიშვნელოვანია ზუსტად. ბატონი რობიკოს სტატუსებს არ კითხულობთ, რუსეთთან დაკავშირებით რეებს წერს? სხვათა შორის, რობიკო ისეთ ხალხთან ჩადის რუსეთში, ვინც მოაწერა ხელი, რომ რუსეთის ჯარი გასულიყო”, – ამბობს გოგა ბარბაქაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები