დავით ზალკალიანი: მინდა, ზაზა გახელაძის ოჯახმა იცოდეს, რომ მივმართავ ყველა ზომას, მათ შორის, არსებული ფორმატებით, ასევე, ვმუშაობთ კულუარულად სხვა მიმართულებითაც, რომ გათავისუფლდეს
“მინდა, ზაზა გახელაძის ოჯახმა იცოდეს, რომ მივმართავ ყველა ზომას, მათ შორის, არსებული ფორმატებით, ასევე, ვმუშაობთ კულუარულად სხვა მიმართულებითაც, რომ გათავისუფლდეს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
„გუშინ დავბრუნდი ერთ-ერთი დიდი ფორუმიდან, რომელზეც სამხრეთ კავკასიაში არსებულ გამოწვევებზე იყო საუბარი, ძალიან მწვავედ ვისაუბრე ამ თემაზე. ასევე, ევროკავშირთან ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქმე გვაქვს ოკუპანტ ქვეყანასთან. ქვეყანასთან, რომელიც არ ითვალისწინებს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ვიცი, რომ უსაფრთხოების სამსახური ძალიან აქტიურად არის ჩართული იმასთან დაკავშირებით, რომ აქციებმა, რომელიც დაგეგმილია, რაიმე პროვოკაცია არ გამოიწვიოს. პროვოკაციამ შესაძლებელია, მისცეს შემდგომი ზემოქმედებისა და ცუდად განვითარების შესაძლებლობა იგივე ოკუპანტ ქვეყანას და გამოიყენონ ეს პროვოკაცია მათი მიზნებისთვის იმიტომ, რომ არ მოხდეს გათავისუფლება. მინდა, ზაზა გახელაძის ოჯახმა იცოდეს, რომ მივმართავ ყველა ზომას, მათ შორის არსებული ფორმატებით, ასევე ვმუშაობთ კულუარულად სხვა მიმართულებითაც, რომ მოხდეს გათავისუფლება. არსებობს რუსეთზე სხვადასხვა ზემოქმედების მექანიზმი და ბერკეტები, ამიტომ ესეც გააქტიურებულია ჩვენი პარტნიორების დახმარებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.