არჩილ თალაკვაძე: თეა წულუკიანის ინიციატივა მისასალმებელია – კულტურის სფეროს ფინანსური მხარდაჭერა, განსაკუთრებით – პოსტპანდემიურ პერიოდში, საჭირო და სწორი გადაწყვეტილებაა
“თეა წულუკიანის ინიციატივა მისასალმებელია – კულტურის სფეროს ფინანსური მხარდაჭერა, განსაკუთრებით – პოსტპანდემიურ პერიოდში, საჭირო და სწორი გადაწყვეტილებაა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თეა წულუკიანი აქტიურად ასაბუთებდა სწორედ ამ პროგრამების დაფინანსების აუცილებლობას.
,,თეა წულუკიანის ინიციატივა მისასალმებელია – კულტურის სფეროს ფინანსური მხარდაჭერა, განსაკუთრებით – პოსტპანდემიურ პერიოდში, საჭირო და სწორი გადაწყვეტილებაა. კულტურა ბრუნდება – შემოქმედებითი პროექტების დაფინანსება, ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა საქმიანობის მეტად ხელშეწყობა და კულტურული ცხოვრების გააქტიურება, სამინისტროს სისტემურ და სამართლიან მიდგომაზე მიუთითებს. როდესაც თეა წულუკიანი პარლამენტში იყო, პანდემიის პერიოდში აქტიურად ასაბუთებდა სწორედ ამ პროგრამების დაფინანსების აუცილებლობას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.