ლევან ნიკოლეიშვილი: საპნის ბუშტებს სენსაციებად გვასაღებენ და მეორე დღეს მათი მავნებლობა აღარავის ახსოვს

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერში ნოდარ მელაძის შაბათის გადაცემის ანონს ეხმიანება.

,,ეს რომ არ დავწერო, ვერ მოვისვენებ. გუშინ, პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, სადაც უდიდეს ტყუილში ამხილეს ნოდარ მელაძე და მისი “კოლექტივი”, საველე მეთაურმა დაიქადნა, დიდი გამოძიება უნდა გავიდეს ჩემს გადაცემაში პრემიერ მინისტრზე და ამიტომ დაამთხვიეს ბრიფინგიო. ჰოდა, რა არის ეს “დიდი გამოძიება” არ იკითხავთ? თურმე, პრემიერის მეუღლის და საჯარო სამსახურში მუშაობს, უბრალოდ მასშტაბს თუ ხვდებით ამათი აგონიის?

საპნის ბუშტებს რომ სენსაციებად გვასაღებენ და მეორე დღეს მათი მავნებლობა აღარავის ახსოვს. კი ნოდარ, პრემიერის, მინისტრის, დეპუტატის ნათესავს და ახლობელსაც აქვს მუშაობის უფლება, ასეთი “სკანდალები” არ მოგვაკლო” – წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები