აჭყვისთავი-ჩეხედანა-ლეღვას საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭყვისთავი-ჩეხედანა-ლეღვას საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

გზის 530-მეტრიან მონაკვეთზე ხელოვნური და დამცავი ნაგებობების მოწყობა დასრულდა და ამ ეტაპზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები ხორციელდება.

რეაბილიტირებული გზა სოფელ ლეღვას და ალამბრის ადმინისტრაციულ ერთეულებს უკავშირდება. ახალი გზით 50 ოჯახი ისარგებლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები