კომუნიკაციების კომისიამ “ტელეიმედი” და “მთავარი არხი” გადაცემაში პროდუქტის განთავსების წესის დარღვევის გამო 2500-2500 ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ “ტელეიმედი” და “მთავარი არხი” გადაცემაში პროდუქტის განთავსების (Product Placement) წესის დარღვევის გამო 2500-2500 ლარით დააჯარიმა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, კომუნიკაციების კომისიამ 9 მაუწყებლის წინააღმდეგ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ყოველწლიური ანგარიშის და აუდიტორული დასკვნის წარმოუდგენლობის გამო.
“აქედან, 5 ტელეკომპანია სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა, ხოლო 4 მაუწყებლის საკითხის განხილვა გადადო;
დოკუმენტი მოიცავს 2021 წლის 11 ივნისი – 18 ივნისის პერიოდს.
ანგარიში სრულად: https://bit.ly/2TEWOPT
“მედიის უფლებები” კომუნიკაციების კომისიის საქმიანობას ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation – ის ფინანსური მხარდაჭერით აკვირდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.