გოგი მეშველიანმა მოქალაქეთა მორიგი მიღება თეთრიწყაროს ბიუროში გამართა
გოგი მეშველიანმა მოქალაქეთა მორიგი მიღება თეთრიწყაროს ბიუროში გამართა.
მაჟორიტარის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეებმა მას ინდივიდუალური და თემის საჭიროებები გაუზიარეს.
მეშველიანის თქმით ოლქში , მოსახლეობის საჭიროებები თითქმის ერთმანეთის იდენტურია: უძრავი ქონების დაკანონება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური საკითხები .
„უკვე დავიწყეთ ზემო აღნიშნულ თემებზე მუშაობა და არცერთი მოქალაქის საკითხი რეაგირების გარეშე არ დარჩება”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.