ალექსანდრე დარახველიძე: ქორწინების იძულებასა და ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული პოზიტიური თანამშრომლობა გვაქვს ჩვენ და ომბუდსმენის აპარატს

„ჩვენ დავიწყეთ ძალიან კარგი კამპანია – „ნუ წაართმევ ბავშვობას,“ სადაც ჩართულები არიან როგორც რეფერირების სუბიექტები, ასევე, სახელწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას.

„მინდა, ქორწინების იძულებასა და ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით ვისაუბრო და გამოვკვეთო განსაკუთრებული თანამშრომლობა ამ მიმართულებით ჩვენი და სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, სხვა კოლეგა უწყებების – ამ სფეროში ჩართული პირების. ჩვენ დავიწყეთ ძალიან კარგი კამპანია – „ნუ წაართმევ ბავშვობას,“ სადაც ჩართულები არიან როგორც რეფერირების სუბიექტები, ასევე, სახელწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები. წლის ბოლოსათვის უკვე სერიოზულ პროგრესს ვაჩვენებთ ამ მიმართულებით,” – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიურ ანგარიში წარადგინა. ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები