გია აბაშიძე: ნაცტელევიზიებიდან მომავალ დესტრუქციულ-ჰიბრიდულ ომს ბოლო უნდა მოეღოს, გადაიღალა საზოგადოება ამდენი non-stop ბოროტი სიყალბით

“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტია. Fake news კი დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი მტერია, რომელსაც დაუნდობლად უნდა ებრძოლო ყველა კანონიერი გზით”, – ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პროკურატურის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ტელეკომპანია ,,პირველის’’ ეთერით გავრცელებულ ინფორმაციას შეეხება.

აბაშიძის აზრით, საზოგადოება გადაიღალა ამდენი non-stop ბოროტი სიყალბით და “ნაცტელევიზიებიდან” მომავალ დესტრუქციულ ჰიბრიდულ ომს ბოლო უნდა მოეღოს.

,,საერთაშორისო პრაქტიკით, საგამოძიებო ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა იმ საკითხების გამოაშკარავება, რომლებიც გამიზნულად დაფარულია ძალაუფლების მქონე პირის/პირთა მიერ.
სააკაშვილის მავნებელი ტელემარიონეტების ე.წ. საგამოძიებო ჟურნალისტიკა კი გულისხმობს საჯარო პირებზე უკანონოდ მოპოვებული მასალების უნიჭოდ შეთითხვნას, მოდელირებასა და საზოგადოებისთვის წარმოჩენას.
საქართველოს პროკურატურის შუალედური დასკვნის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარული აუდიოჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია!
აუდიოჩანაწერებს აღენიშნება რედაქტირების კვალი და აბსოლუტურად ყველა მათგანი დამზადებულია მონტაჟის (170 შემთხვევა) შედეგად.
პროკურატურა აცხადებს, რომ 2011-2012 წლებში, ირაკლი ღარიბაშვილის, იმ დროს არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილის და ანზორ ჩუბინიძის კუთვნილი მობილური ტელეფონების ნომრებზე მიმდინარეობდა ფარული მიყურადება.
გამოდის, რომ ბოროტ დეზინფორმატორს “ტვ პირველს”, ნოდარ მელაძეს მიაწოდეს ნაცრეჟიმის მიერ უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერები და სააკაშვილის სექტის მითითებით, აუდიო ჩანაწერების მონტაჟის შედეგად, შერჩევითი ფიქსაციის გზით, მიიღეს შეცვლილი შინაარსის მქონე სიტყვები და წინადადებები. მონტაჟის პროცესში, გამოყენებულია საუბრის მონაწილეთა მიერ სხვადასხვა დროსა და ვითარებაში წარმოთქმული წინადადებები, სიტყვები, ზოგ შემთხვევაში ბგერებიც კი.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტია. Fake news კი დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი მტერია, რომელსაც დაუნდობლად უნდა ებრძოლო ყველა კანონიერი გზით. ნაცტელევიზიებიდან მომავალი დესტრუქციულ ჰიბრიდულ ომს ბოლო უნდა მოეღოს! გადაიღალა საზოგადოება ამდენი non-stop ბოროტი სიყალბით!”, – წერს გია აბაძიძე “ფეისბუქში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები