ლევან ნიკოლეიშვილი: კარგად იციან ჭუტა ტვ-ს ზონდერებმა, რომ მათ 2011 წლამდე უკანონოდ ჩაწერილი და გაყალბებული სიბინძურე გაავრცელეს

ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და წერს.

,,აი, ამიტომ არ ითანამშრომლა ნოდარა მელაძემ გამოძიებასთან, ამიტომ არ გადასცა ტვ პირველმა მასალა პროკურატურას. თავადაც კარგად იციან ჭუტა ტვ – ს ზონდერებმა, რომ მათ 2011 წლამდე უკანონოდ ჩაწერილი და გაყალბებული სიბინძურე გაავრცელეს! აი, ამიტომ არიან შემალულები საკუთარ ბუნაგში და იქედან იყეფებიან! სიმართლე ყოველთვის იპოვნის გზას, უბრალოდ, ამაზრზენია, როდესაც იცი, რომ სიყალბეს, ტყუილს აჩვენებ საზოგადოებას და შემდეგ გიწევს მტკიცება, რომ ეს სიყალბე სიმართლეა. ასე იცის მიშას მონობამ!’’

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები