ზაალ ანჯაფარიძე: “ნაცმოძრაობისთვის” ფარული მოსმენა-მიყურადება ჯერ ერთგვარ სპორტად, შემდეგ კი პათოლოგიურ მოთხოვნად გადაიქცა

,,ის დანატრებული თავისუფლება, რაც მედიამ და სამოქალაქო სექტორმა 2012 წლის შემდეგ მიიღეს, ზოგიერთმა მათგანმა ყველაფრის, მათ შორის, უზნეობისა და სიბინძურის კეთების თავისუფლებად აღიქვა.

„ნაცმოძრაობის“ მომსახურე მედიასაშუალებები უკვე ვეღარ ინელებენ ამ თავისუფლებას. მათთვის არ თქმულა რომ თავისუფლება პასუხისმგებლობასაც გულისხმობს”, – ასე ეხმიანება ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს პროკურატურის მიერ ტელეკომპანია ,,პირველის’’ ეთერში გასულ ფარული აუდიოჩანაწერების საფუძველზე დაწყებულ გამოძიების შუალედური მასალების გამოქვეყნებას.

ექსპერტი სიუჟეტით გამოწვეულ აჟიოტაჟს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მართალია, დღეს ეს ინფორმაცია არავის ახსოვს, თუმცა, ის ჟურნალისტები, რომლებიც ,,ფეიკ’’ ნიუსების გავრცელებას ემსახურებიან, მორალური უფსკრულისკენ მიექანებიან.

,,ყველას გვახსოვს ის 2-3 დღიანი (მეტზე ვერ გაქაჩა) აჟიოტაჟი, რაც, სამწუხაროდ, გაყვითლებულ ტვ-„პირველის“ ეთერში, „ნოდარ მელაძის შაბათის“ გადაცემაში ბერა ივანიშვილისქ და ირაკლი ღარიბაშვილის კერძო საუბრების უნებართვო და უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნებამ გამოიწვია.

მედიისა და ჟურნალიზმის სტანდარტების დარღვევებზე რომ არაფერი ვთქვათ, გადაცემა აშკარად ტოვებდა დაკვეთის შესრულების შთაბეჭდილებას. კრიტიკულად განწყობილი აუდიტორია რომ ამ „ფეიქს“ არ დაიჯერებდა, ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ აუდიტორიის რაღაც ნაწილი ალბათ დაეჭვდა და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს ფსევდო-სკანდალი თითქმის არავის ახსოვს, ალბათ მაინც საჭიროა საზოგადოებას შევახსენოთ როგორ მუშაობს ფეიქ-ნიუსების ფაბრიკა, არ დავიწყებ დეტალების მოყოლას, პროკურატურის ბრიფინგზე პრაქტიკულად ყველაფერი ითქვა. მათ შორის, ის, რომ მოსმენები 2011-2012 წწ მიდიოდა, როდესაც ხელისუფლებაში ჯერ კიდევ “ნაცმოძრაობა” იმყოფებოდა, რომლისთვისაც ფარული მოსმენა მიყურადება ჯერ ერთგვარ სპორტად, შემდეგ კი პათოლოგიურ მოთხოვნად გადაიქცა.

მოკლედ, მძიმე მდგომარეობაში არიან ის ჟურნალისტები, რომლებიც „ნაცების“ კონტროლირებად მედიებში მსახურობენ. ერთი მხრივ, გინდა, მათზე გაბრაზდე, მაგრამ მეორე მხრივ გეცოდება, რადგანაც შეუჩერებლად მიექანებიან მორალური უფსკრულისკენ”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები