თამთა მეგრელიშვილი: უკანონო მოსმენები, ჩაწერები, შემდეგ ამ საუბრების ფალსიფიკაცია და პარტიული არხებით ამ სიყალბის ტირაჟირება – ეს ხელწერა ნაცნობია და ექსკლუზივი ,,ნაცმოძრაობას” აქვს

“უკანონო მოსმენები, ჩაწერები, შემდეგ ამ საუბრების ფალსიფიკაცია და პარტიული არხებით ამ სიყალბის ტირაჟირება – ეს ხელწერა ნაცნობია და ექსკლუზივი ,,ნაციონალურ მოძრაობას” აქვს”, – ასე ეხმიანება იურისტი და საჯარო სამმართლის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ტელეკომპანია ,,პირველის’’ ეთერში, ნოდარ მელაძის საავტორო გადაცემაში წარმოდგენილ ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიებას შეეხება.

მისი თქმით, საჭიროა, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, თუ რა რეჟიმი მართავდა ქვეყანას.

,,არაფერი ახალი და გასაკვირი პროკურატიურას არ უთქვამს, მაგრამ მაინც საჭიროა, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენ საზოგადოებას, თუ რა რეჟიმი მართავდა ქვეყანას. უკანონო მოსმენები, ჩაწერები, შემდეგ ამ საუბრების ფალსიფიკაცია და პარტიული არხებით ამ სიყალბის ტირაჟირება – ეს ხელწერა ნაცნობია და ამ ქვეყანაში ამ ხელწერაზე ექსკლუზივი ნაციონალურ მოძრაობას აქვს!”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

პროკურატურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარული აუდიოჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები