ზახაროვა: ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შესახებ განცხადებები არ შეესაბამება ალიანსის მიერ დასახულ მიზნებს პროგნოზირებადობისა და უსაფრთხოების შესახებ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შესახებ ალიანსის სამიტზე გაკეთებული განცხადებები არ შეესაბამება ალიანსის მიერ დასახულ მაღალ მიზნებს მეტი პროგნოზირებადობის, უსაფრთხოებისა და ა.შ. შესახებ, არამედ, სულ სხვა მიმართულებით მიდის და ეწინააღმდეგება ამ მიზნებს.

ამის შესახებ ზახაროვამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“აშკარაა, რომ ამგვარმა განცხადებებმა და მსგავსმა დიალოგებმა უკვე გამოიწვია ზუსტად საპირისპირო და სავალალო შედეგები. ამას არ მოუტანია და არც მოიტანს უფრო დიდი სტაბილურობა, პროგნოზირებადობა ან ინტერესთა ბალანსი. ამიტომ, ეს არის რეალობასა და სინამდვილესთან მოწყვეტილი პოსტულატები, რომლებიც არის “ცივი ომის” დროინდელი.

და რატომ ვერ იშორებენ ამ “წარსულის კონცეფციას”, ეს, ალბათ, მათი ინტელექტუალური პოტენციალის საკითხია. წინა კონცეფცია უნდა შეეცვალათ ახლით, რომელიც იქნებოდა არა მხოლოდ განახლებული, უკვე არსებული და უმოქმედო გადაფერადებული მოდელი, არამედ – რაღაც ფუნდამენტურად ახალი, რაც შეიძლება, შესთავაზო მსოფლიოს, როგორც ჭეშმარიტად პროგრესული გზა წინ, ახალი გამოწვევების საპასუხოდ. მე ვფიქრობ, რომ ნატო-ს ასეთი ინტელექტუალური შესაძლებლობები არ აქვს. რომ ჰქონდეთ, ამას გააკეთებდნენ და მრავალი წლის განმავლობაში მანტრასავით აღარ გაიმეორებდნენ ერთსა და იმავეს”, – თქვა ზახაროვამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები