საბერძნეთში 20 წლის კეროლაინ კრაუჩის მკვლელობისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, ქართველს ბრალდებოდა, მოკლული ქალის მეუღლე, 32 წლის პილოტი, ბაბის ანაგნოსტოპულო დააკავეს.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, მან დანაშაულიც აღიარა. მკვლელობის მოტივად ბოლო დროს გახშირებული, ოჯახური კონფლიქტები სახელდება.
მკვლელობა 2021 წლის მაისში ათენის გარეუბანში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული იყო საქართველოს მოქალაქე.
განცხადება გაავრცელა საქართველოს საელჩომაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბრიტანელი კეროლაინ კრაუჩის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე არ დაუკავებიათ.