ივანე ჩხაიძე: არ გამოვრიცხავ, რომ გვქონდეს ვაქცინების დიდი რაოდენობა და აცრის მსურველი არ იყოს ქვეყანაში
“როდესაც ჩვენ ქვეყანაში გვექნება ვაქცინების საკმარისი არჩევანი, ისინი როგორც სხვადასხვა ვაქცინის, ასევე რაოდენობის თვალსაზრისით, უნდა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს.
მისივე თქმით, თუ მოსახლეობა არ აიცრება ეს წარუმატებლობა იქნება.
“ის სამი ინტენსიური თვე, როდესაც ჩვენ ქვეყანაში გვექნება ვაქცინების საკმარისი არჩევანი, ისინი როგორც სხვადასხვა ვაქცინის, ასევე რაოდენობის თვალსაზრისით, უნდა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული. და თუ ჩვენ დავკარგეთ ეს პერიოდი, როდესაც ქვეყანაში ვაქცინები არის მაგრამ არ იცრება მოსახლეობა, ეს იქნება მართლაც უზარმაზარი წარუმატებლობა. არ გამოვრიცხავ, რომ გვქონდეს ვაქცინები დიდი რაოდენობით და აცრის მსურველი არ იყო. ეს რეალობა უნდა გავითვალისწინოთ, ნუ დავხუჭავთ თვალებს”, – აცხადებს ივანე ჩხაიძე “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.