დავით ზალკალიანი: პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ არ მიატოვებს მოკავშირეებს და იქნება მუდმივად მათ გვერდით, რა თქმა უნდა, აქ საქართველო მოიაზრება

“პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ არ მიატოვებს მოკავშირეებს და იქნება მუდმივად მათ გვერდით, რა თქმა უნდა, აქ საქართველო მოიაზრება”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბაიდენი-პუტინის სამიტის შეფასებისას ,,ქრონიკასთან” განაცხადა.

მისი თქმით, აშშ და რუსეთის ფედერაცია დაიწყებენ სრულმასშტაბიან დიალოგს სტრატეგიული მნიშვნელობის თემებზე.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რომელიც გაჟღერდა არის ის, რომ აშშ და რუსეთის ფედერაცია დაიწყებენ სრულმასშტაბიან დიალოგს სტრატეგიული მნიშვნელობის თემებზე და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ დიალოგში საქართველოსა და კონფლიქტებს რუსეთის ფედერაციასთან, ექნება ერთ-ერთი მთავარი ადგილი. ჩვენ ამაზე გვექნება პროაქტიული კომუნიკაცია და ურთიერთობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. ბაიდენისგან გავიგეთ, რომ მათ აქვს პრინციპული პოზიცია პრინციპულ საკითხებთან მიმართებით. მათთვის მთავარია, რუსეთს გააგებინონ, რომ დღევანდელი მსოფლიოს დღის წესრიგში გამოწვეული კრიზისი განპირობებულია მათი მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფით. პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ მიატოვებს მოკავშირეებს და იქნება მუდმივად მოკავშირეების გვერდით. რა თქმა უნდა, აქ საქართველო მოიაზრება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა 16 ივნისს ჟენევაში შედგა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები