გიორგი ფხაკაძე: ალბათ, 3-4 კვირაში საქართველოში იქნება ინდური შტამი დომინანტი
ჯანდაცვის ექსპერტი, ფრანგული ორგანიზაციის – ,,აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, გიორგი ფხაკაძე ვარაუდობს, რომ რამდენიმე კვირაში საქართველოში კორონავირუსის “ინდური შტამი” იქნება დომინანტი.
“ვფიქრობ, რომ 100-ზე მეტი ადამიანია უკვე ინფიცირებული, ალბათ, 3-4 კვირაში საქართველოში იქნება ინდური შტამი დომინანტი, რაკი ჩვენ არანაირი შეზღუდვები არ გვაქვს”, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული.