სომხეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა სრულად აღდგა
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემდეგ, პირველმა მატარებელმა ერევანი-თბილისი-ბათუმი საქართველოს ტერიტორიაზე მგზავრები შემოიყვანა.
სამგზავრო მატარებელს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დახვდა.
„გლობალური პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა.
პირველმა მატარებელმა ერევანი-თბილისი-ბათუმი საქართველოს ტერიტორიაზე 80-მდე ვიზიტორი შემოიყვანა“, – განაცხადა ზურაბ სიჭინავამ.