ტექნიკური პრობლემების გამო, პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე წვდომა დროებით შეზღუდულია
ტექნიკური პრობლემის გამო, საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე დროებით შეზღუდულია წვდომა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
,,პრობლემის აღმოფხვრამდე ვერ ხერხდება საკომიტეტო სხდომებისა და სხვა საპარლამენტო ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაცია.
ყველა ღონისძიების ჩანაწერს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი მოგვიანებით გაავრცელებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.