საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 12 ივნისს, ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში, რ.მ.-მ შელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ს.ი.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ს.ი. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
“სამართალდამცველებმა რ.მ. 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და რ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა ს.ი.-ს გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ მოხდება კვალიფიკაციის დაზუსტება.
საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 12 ივნისს, ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში, რ.მ.-მ შელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ს.ი.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ს.ი. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა რ.მ. 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და რ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა ს.ი.-ს გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ მოხდება კვალიფიკაციის დაზუსტება”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.