ბექა ლილუაშვილი: უამრავი ადამიანი გვიერთდება და ჩვენი მხარდაჭერა იზრდება, ეს არის ძალიან მძიმე მმართველი პარტიისთვის
“უამრავი ადამიანი გვიერთდება და ჩვენი მხარდაჭერა იზრდება. ეს არის ძალიან მძიმე მმართველი პარტიისთვის”, – ამის შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ,,ქართული ოცნების“ ლიდერების რიტორიკა პოლარიზებითა და რადიკალიზაციით „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკას ძალიან დაემსგავსა.
„ნაბიჯებს ვდგამთ წინ, ვვითარდებით, ჩვენს გეგმას მივუყვებით, რეგიონებში ოფისები გავხსენით. ამავე დროს, ჩვენი ლიდერები ბრიუსელში იმყოფებიან და საერთაშორისო პარტნიორებს ხვდებიან. უამრავი ადამიანი გვიერთდება და ჩვენი მხარდაჭერა იზრდება. ეს არის ძალიან მძიმე მმართველი პარტიისთვის. ამ ადამიანებმა ბოლო დღეების განმავლობაში საკუთარი, რეალური სახე აჩვენეს. სამწუხაროა, რომ ისინი არიან არა მხოლოდ პარტიის მმართველები, არამედ ქვეყნის ხელისუფლებაში და ქვეყანას მართავენ. მათი რიტორიკა პოლარიზებითა და რადიკალიზაციით „ნაციონალური მოძრაობის” როტორიკას ძალიან დაემსგავსა. დაველოდოთ, ალბათ, მესამე სერიაში იქნება, რომ გახარია არის მიხეილ სააკაშვილი. ცდილობენ, მათივე გამოგონილი შეთქმულების თეორიებით პარტიის დისკრედიტაცია მოახდინონ, რაც ვერ მოხდება. ჩვენი მხარდამჭერთა რიცხვი ყოველდღე იზრდება. ჩვენი განვითარება მმართველი გუნდისთვის არის პოლიტიკურად ძალიან მძიმე. გამოგონილი, უცნაური ლოგიკით გაჯერებული ნარატივით პარტიის დისკრედიტაციას ცდილობენ”, – განაცხადა ლილუაშვილმა