წყალტუბოში სასტუმრო “არგო” დაარბიეს – პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა

წყალტუბოში სასტუმრო “არგო” დაარბიეს. შემთხვევა წუხელ, „კომენდანტის საათის“ დროს მოხდა.

სასტუმროს მფლობელების თქმით, ნაცემია მისი შვილიშვილი, რომელიც ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი გოგო და ბიჭი გაუსწორდა. ისინი შენობაში შეიჭრნენ და ქვებით შუშები ჩაამტვირეს.

დაზიანებულია ავეჯი და ინფრასტრუქტურა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულია სამი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები