ირაკლი კობახიძე – გახარიაზე: სიტყვა გაექცა, მას უყვარს ეს გამოთქმა და წამოსცდა, რასაც ფიქრობს

„გიორგი გახარიას ამოცანაა, მაქსიმალურად დაგვაახლოოს 43 %-ს. როგორც ჩანს, ამის იმედი დიდად არ აქვს, არც ოპოზიციას აქვს ამის იმედი. სიტყვა გაექცა, მას უყვარს ეს გამოთქმა და წამოსცდა, რასაც ფიქრობს“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში ვადამდელი არჩევნების შესახებ დასმულ კითხვას.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ბოლომდე გაჰყვება შარლ მიშელის დოკუმენტს.

“43 %-ის ნაწილში ჩვენ არავითარ პრობლემას არ ვხედავთ, ვართ თავდაჯერებული ამ კუთხით. წარმოიდგინეთ რაზეა საუბარი, 43 % მეტს იღებს “ქართული ოცნება”, მაგრამ მაინც არსებობს, თუმცა მაინც არსებობს რაღაცა ლეგიტიმაციის პრობლემაა. ლეგიტიმაცია სამართლებრივად და პოლიტიკურად არსებობს ერთადერთი. ეს არის სახალხო ლეგიტიმაცია და ეს 43 % არის ზღვარი, სწორედ სახალხო ლეგიტიმაციის გადამოწმების, სწორედ ამას ემსახურება. სხვა რა ლეგიტიმაციას გულისხმობს გახარია, თუ არ არის მასში მოაზრებული ის საბოტაჟის სცენარი, რომელიც არის დაგეგმილი, ასევე კიევში. ეს იყო პირდაპირი აღიარება იმისა, რომ ის აპირებს არჩევნების შემდეგ თუ განხორციელდება საბოტაჟი ის გახდეს საბოტაჟს სცენარის შემადგენელი ნაწილი. მას წამოცდა ეს. როდესაც შენ ამბობ, რომ 45 % აღების შემთხვევაშიც „ქართულ ოცნებას“ ექნება ლეგიტიმაციის პრობლემა და მაინც იქნება რიგგარეშე არჩევნები. ეს სხვას არაფერს ნიშნავს, ეს არის წამოცდენა და სიტყვის გაქცევა, რაც მას ჰქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები