ციცაგიაანთკარში სასმელი წყლის სისტემის გახსნას ეუთო-ს გენერალური მდივანი, აშშ-ისა და იტალიის ელჩები დაესწრნენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცაგიაანთკარში სასმელი წყლის სისტემა მოეწყო, რაც 144 კომლის საცხოვრებელ პირობებს საგრძნობლად გააუმჯობესებს. პროექტი ერთობლივად განახორციელეს გორის მუნიციპალიტეტმა, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ და USAID-ის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა „ზრდამ“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო​ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის გახსნაში მონაწილეობდნენ: ეუთო-ს გენერალური მდივანი – ჰელგა მარია შმიდი, აშშ-ს ელჩი საქართველოში – კელი დეგნანი, იტალიის ელჩი საქართველოში – ენრიკო ვალვო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – მზია გიორგობიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები​.

კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით „ზრდა“ უკვე 4 წელია თანამშრომლობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და 6 რეგიონის 17 სამიზნე მუნიციპალიტეტთან. ეს პროექტები ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დარჩენას მშობლიურ სოფლებში და მათ ადგილზე საქმიანობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები