მიხეილ სარჯველაძე – სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაზე: ჩვენი ხელისუფლების ჩართულობით შესაძლებელი გახდა, მედიაცია წარმატებით დასრულებულიყო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ჩართულობით აზერბაიჯანული მხარის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული, სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას გამოეხმაურა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურებაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსა და მის ხელისუფლებას აღიქვამს, როგორ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ამ რეგიონში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი თანამშრომლობის შედეგად, ჩვენი ხელისუფლებისა და მისი წარმომადგენლების პირადი ჩართულობით შესაძლებელი გახდა, რომ მედიაცია წარმატებით დასრულებულიყო. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და დაფასებას საჭიროებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.