“საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ს საბოლოო წევრობისთვის”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი 100%-ით შესრულებულია საქართველოს მხრიდან, დარჩენილია პოლიტიკური გადაწყვეტილება.
„საქართველოს აქვს უმაღლესი შეფასება ყოველწიური, ეროვნული გეგმის შესრულებასთან მიმართებით. ასევე, ყველა აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ს საბოლოო წევრობისთვის. იგივე მაპის საკითხი – დარჩენილია მხოლოდ, როგორც პოლიტიკური ბარიერი. ჩვენ ვართ პირნათელი ნატოელ პარტნიორებთან მიმართებაში იმ ვალდებულებების შესრულების კუთხით, რა ვალდებულებებიც გვაკისრია. ყველაფერი მაქსიმალურად, 100%-ით შესრულებულია საქართველოს მხრიდან, დარჩენილია პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს რთული, კოპლექსური საკითხია, გადაწყვეტილება ნატო-ს წევრებმა უნდა მიიღონ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.