გიორგი ვაშაძე: კარგია, რომ გამოიკვეთა რეგიონში საქართველოს როლი, როგორც შემკრების, ასე ვთქვათ, როგორც მედიატორის

“კარგია, რომ გამოიკვეთა რეგიონში საქართველოს როლი, როგორც შემკრების, ასე ვთქვათ, როგორც მედიატორის”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე ამერიკელებს მადლობას უხდის, რომ “ცოტა შემოულაწუნეს ჩვენს მთავრობას, გამოაფხიზლეს და ჩართეს ამ პროცესში.”

„პირდაპირ გეტყვით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ აქვე გეტყვით, მადლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკელებს, რომ ცოტა შემოულაწუნეს ჩვენს მთავრობას, გამოაფხიზლეს და ჩართეს ამ პროცესში. სახელმწიფო მდივნის მოადგილე შემთხვევით არ ყოფილა საქართველოში. რაღა თქმა უნდა, მათი ჩართულობით მოხდა ეს ყველაფერი. კარგია, რომ გამოიკვეთა რეგიონში საქართველოს როლი, როგორც შემკრების, ასე ვთქვათ, როგორც მედიატორის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სტრატეგიული პარტნიორი ამხელა როლს გაკისრებს, ფაქტობრივად აგიყვანს და დაგსვამს ავანსცენაზე, დაგსვამს პედესტალზე, შენ ეს უნდა გამოიყენო ბოლომდე, არ უნდა მოეშვა ამას, რომ რეგიონის შემკრების-გამაერთიანებლის ფუნქცია უნდა ჰქონდეს საქართველოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული, სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები