მატანის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს
წყალმომარაგების კომპანია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობას აქტიურად განაგრძობს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოფელ მატანში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია. მოსახლეობა, ძირითადად, საუბნო ონკანებით სარგებლობს.
პროექტით გათვალისწინებულია 4 სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის მშენებლობა. გარდა ამისა, მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი, შედეგად, სოფელ მატანში მცხოვრები 5000-მდე ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება, – აღნიშნულია ინფორმაციაში.